საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ჯაბა კანკავამ სლოვაკეთის თასზე გოლი გაიტანა.
ბრატისლავის „სლოვანმა“ 1/32 ფინალში „მალა მაცა“ 7:0 გაანადგურა, ხოლო ჯაბამ 62-ე წუთზე მეტოქის კარი ერთი შეხებით დალაშქრა. ქართველი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო.
არ უთამაშიათ გიორგი ჩაკვეტაძესა და გურამ კაშიას, რომლებიც საქართველოს ნაკრებში იყვნენ გამოძახებული.
„სლოვანი“ სლოვაკეთის თასის 1/16 ფინალში გავიდა, კანკავამ კი მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-15 მატჩში პირველი გოლი გაიტანა.