ფეხბურთი

16:52 | 28.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "საქართველო თითქოს არგენტინაა, ყველა კვარაცხელიაზე გიჟდება"

იტალიურმა გამოცემა Libero-მ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მის დადებით ასპექტებსა და გულშემატკივრებში შექმნილ ემოციებზეა საუბარი. როგორც გამოცემა წერს, საქართველო არგენტინასავითაა, ყველა კვარაცხელიასა და „ნაპოლიზე“ გიჟდება.

„როდესაც ხვიჩა კვარაცხელია ბურთს ეხება, მთელი საქართველო ჩერდება. კვარას ძალიან ფართო მხრები აქვს ან უბრალოდ არ იმჩნევს, რადგან 21 წლის ასაკში ორი საფეხბურთო ერის ზეწოლა შეიძლება დამთრგუნველი იყოს. სამაგიეროდ, თითქოს მუჰამედ ალის გაკვეთილი აქვს თანდაყოლილი, მოედანზე ფუტკარივით იკბინება და პეპელასავით დაფრინავს. სპორტში, სადაც სულ უფრო იმატებს „მეთაურები“ და „ჯარისკაცები“, კვარა ყველანაირ სქემას არღვევს, ყოველთვის ცდილობს არაორდინალურ თამაშს: მოძრაობები, ტემპის შეცვლა, დრიბლინგები გულშემატკივრების აღსატაცებლად და თამაშების მოსაგებად.

ქართველი ეროვნულ ნაკრებშიც ძალიან ძლიერია და ხალხში ენთუზიაზმს აღვივებს. ამის დამადასტურებელი და თვალსაჩინო ფაქტია თბილისში, 55 ათასი ბილეთი პრაქტიკულად მხოლოდ მისი თამაში სანახავად გაიყიდა, მან კი ყველას სამაგიერო გადაუხადა საქართველოს ლიდერობით და ერთა ლიგის B დივიზიონში დაწინაურებით. არც იმაზე იდარდოთ, თუ საბოლოოდ, „ნაპოლი“ და კვარა ვერანაირ ტიტულს ვერ მოიგებენ: მას აქვს ემოციებსა და გრძნობებზე დაფუძნებული ფეხბურთის არსი, რომელიც ამჟამად თითქმის დაკარგულია“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით თავი 9 მატჩში 4 გოლით, 2 საგოლე პასით და 2 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. „ნაპოლისა“ და „ტორინოს“ შეხვედრა 1 ოქტომბერს, გაიმართება.

0.132546