ფეხბურთი

17:24 | 28.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ სკალონიმ არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ ლიონელ სკალონის კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

„სიამაყით გაცნობებთ, რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ლიონელ სკალონი არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩება“, - განაცხადა ფეხბურთის ასოციაციის ადგილობრივმა ხელმძღვანელმა.

სკალონი არგენტინის ნაკრებში 2018 წლის დროებით მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ იმდენად კარგად იმუშავა, რომ „ალბისელესტეს“ თავკაცის პოსტზე ადგილი შეინაჩარუნა.

ახალგაზრდა სპეციალისტმა გუნდს გასულ წელს კოპა ამერიკა მოაგებინა, რაც არგენტინისთვის პირველი ტიტული იყო 1993 წლის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდებულად ითამაშა და 34-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რის შედეგადაც მსოფლიო რეკორდთან, რომელიც იტალიას ეკუთვნის (ზედიზედ 37 მატჩი წაუგებლად), ძალიან ახლოსაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125563