ფეხბურთი

18:33 | 28.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონეს "ატლეტიკოში" პიკეს გადაბირება სურს

კატალონიის „ბარსელონას“ მცველი ჟერარ პიკე შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდეს.

ესპანური მედიის ცნობით, დიეგო სიმეონე 35 წლის ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერით პირადაა დაინტერესებული და სურს, რომ ზამთარში დაიმატოს. პიკემ „ბარსას“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, რაც კატალონელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმაც დაადასტურა. შესაბამისად, ჟერარის კლუბიდან წასვლა გამორიცხული სულაც არაა.

პიკე „ბარსელონაში“ 2008 წლიდან ირჯება და 608 მატჩში 52 გოლი აქვს გატანილი, თუმცა, მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორჯერ ითამაშა. მანამდე ის „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „სარაგოსას“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115736