ფეხბურთი

14:00 | 28.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ბოლო პერიოდის ინსინიეს კვარაცხელია აღემატება"

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ ხვიჩა კვარაცხელია და ლორენცო ინსინიე შეადარა. Sky Sport-ის მიმომხილველის აზრით, ბოლო პერიოდის ინსინიეს კვარაცხელია სჯობს.

„კვარაცხელიას შედარება ლეაოსთან? ქართველი ფეხბურთელებისადმი ნდობა ახლა საკმაოდ ლოგიკურია, მაგრამ ლეაოზე მეტად მე ინსინიეს გვერდით დავაყენებდი, რადგან ეს ფეხბურთელი შეცვალა. ყველანაირი პატივისცემა მაქვს იმაზე, რასაც ლორენცო „ნაპოლისთვის“ აკეთებდა, მაგრამ მგონია, რომ ბოლო პერიოდის ინსინიეს კვარაცხელა აღემატება“, - თქვა კონდომ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით თავი 9 მატჩში 4 გოლით, 2 საგოლე პასით და 2 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. „ნაპოლისა“ და „ტორინოს“ შეხვედრა 1 ოქტომბერს, გაიმართება.

0.115052