ერთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი გახდა, რომელმაც 6 გოლი გაიტანა.
ჰოლანდმა ალეკსანდრ მიტროვიჩს საგოლე პასით აჯობა. საქმე ისაა, რომ სერბმაც 6 გოლი გაიტანა, თუმცა საგოლე პასი არ ჰქონია. ისინი ორივე B დივიზიონში თამაშობდნენ.
მესამე ადგილზე ხვიჩა კვარაცხელია გავიდა, რომელმაც C დივიზიონში 5 გოლი გაიტანა. კვარამ გარდა ამისა, 3 საგოლე პასიც მიითვალა (ორჯერ პენალტი გამოიმუშავა).
ერთა ლიგის ბომბარდირთა სამეული:
1. ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია) - 6 გოლი, 1 საგოლე პასი | 504 წუთი
2. ალეკსანდრ მიტროვიჩი (სერბეთი) - 6 გოლი, | 422 წუთი
3. ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო) - 5 გოლი, 3 საგოლე პასი | 465 წუთი
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონში 16 ქულით საუკეთესო შედეგი აჩვენა და ჩვეულებრივი შესარჩევი ეტაპიდან ევროპის ჩემპიონატზე თუ ვერ გავა, 2024 წლის მარტში, პლეი-ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს უმასპინძლებს (თუ ყაზახებიც ვერ გავიდნენ შესარჩევიდან).