ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და „ოთხთა ფინალის“ ბოლო მონაწილეც გაირკვა - ესპანეთის ნაკრები.
A დივიზიონის მეორე ჯგუფის ბოლო ტურში ესპანეთი პორტუგალიას ესტუმრა და მასპინძლებს ქულაც ჰყოფნიდათ, ხოლო სტუმრებს აუცილებლად 3 ქულა სჭირდებოდათ. საბოლოოდ, მიზანს მაინც ესპანეთმა მიაღწია, რომელმაც 88-ე წუთზე შესანიშნავი კომბინაციის შედეგად გადამწყვეტი გოლი გაიტანა, რომელიც ალვარო მორატას ანგარიშზეა.
ესპანეთმა 11 ქულა დააგროვა და იპირველა, პორტუგალიას 10 ქულით მეორე ადგილი ერგო, შვეციარიამ 9 ქულით მესამე პოზიცია დაიკავა, ხოლო ჩეხეთი 4 ქულით ბოლო საფეხურზე გავიდა და B დივიზიონში გავარდა.
ერთა ლიგის „ოთხთა ფინალი“ 2023 წლის 14-18 ივნისს ნიდერლანდებში გაიმართება, სადაც ტიტულისთვის ესპანეთი, ნიდერლანდები, იტალია და ხორვატია იბრძოლებენ.
პორტუგალია - ესპანეთი 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 მორატა (88)
შვეიცარია - ჩეხეთი 2:1 (2:1)
გოლები: 1:0 ფროილერი (29), 2:0 ემბოლო (30), 2:1 შიკი (45)
1. | ესპანეთი | 6 | 3 | 2 | 1 | 8 | 5 | 3 | 11 |
2. | პორტუგალია | 6 | 3 | 1 | 2 | 11 | 3 | 8 | 10 |
3. | შვეიცარია | 6 | 3 | 0 | 3 | 6 | 9 | -3 | 9 |
4. | ჩეხეთი | 6 | 1 | 1 | 4 | 5 | 13 | -8 | 4 |