ფეხბურთი

0:35 | 28.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საბერძნეთმა მოიგო და საქართველოს მეტოქედ ყაზახეთი ერგო

ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო ტურში საბერძნეთის ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიას 3:1 აჯობა, რის შედეგადაც, საქართველოს ევრო 2024-ის პლეი-ოფში ყაზახეთთან თამაში მოუწევს.

ბერძნებმა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდათ, მეტოქეს არაფერი დაუთმეს და 3 ქულა მოიპოვეს.

შედეგად, C დივიზიონის პირველადგილოსნებში ადგილები ასე განაწილდა: 1. საქართველო (16 ქულა) 2. საბერძნეთი (15 ქულა) 3. თურქეთი (13 ქულა) 4. ყაზახეთი (13 ქულა).

შედეგად, ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალური წყვილები ასეთია: საქართველო - ყაზახეთი და საბერძნეთი - თურქეთი (21 მარტს ორივე მატჩი, ხოლო ფინალი 26 მარტს). ფინალში გამარჯვებულები შეხვდებიან და ფინალის მასპინძელი წილისყრით გამოვლინდება. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ შეიძლება პლეი-ოფის მონაწილე რომელიმე გუნდი შეიცვალოს და თუ რატომ, ამაზე ქვემოთ:

ევრო 2024-ის პლეი-ოფი 2024 წლის მარტში გაიმართება, მანამდე შესარჩევი ციკლი ჩატარდება და თუ საქართველო იქიდან გავა ფინალურ ეტაპზე, პლეი-ოფში არ ითამაშებს (ცხადია, იგივე ეხება თურქეთს, საბერძნეთსა და ყაზახეთს). თუ რომელიმე გუნდი (ან გუნდები) ჩვეულებრივი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავა ევროპის ჩემპიონატზე, ერთა ლიგის ჯგუფში მეორეადგილოსანი ჩაანაცვლებს (თურქეთს - ლუქსემბურგი, ყაზახეთს - აზერბაიჯანი, საქართველოს - ბულგარეთი, ხოლო საბერძნეთს - კოსოვო).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117102