ფეხბურთი

23:11 | 27.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები თურქეთთან დამარცხდა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში თურქეთს სტამბოლში დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის თანამასპინძელია რუმინეთთან ერთად. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა (6 მოგება, 1 ფრე), თუმცა ამჯერად, ზედიზედ მეორედ დამარცხდა.

შეხვედრის ბედი პირველი ტაიმის მიწურულს ომერ ბეიაზის გატანილმა გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც ლუკა კუტალაძეს პენალტის ნიშნულიდან აჯობა. საქართველოს შეეძლო თამაშის გადარჩენა და 66-ე წუთიდან რიცხობრივ უპირატესობაშიც თამაშობდა, მაგრამ ეს ვერ გამოიყენა და მარცხი განიცადა.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისამდე ჩატარდება. საქართველოში მატჩებს თბილისი, ქუთაისი და ბათუმი უმასპინძლებს, ფინალიც ბათუმში გაიმართება.

თურქეთი - საქართველო 1:0 (1:0)

საქართველო: კუტალაძე, საზონოვი, კალანდაძე, ხარაბაძე (კვერნაძე 57), გელაშვილი (ნ. გაგნიძე 81), გოჩოლეიშვილი, ლ. გაგნიძე (კაპანაძე 69), ოსიყმაშვილი (ნონიკაშვილი 57), მოისწრაფიშვილი, გულიაშვილი (ნ. ხორხელი 69), გაგუა (ლ. ხორხელი 69)

გოლი: 1:0 ბეიაზი (41, პენ)

0.129355