ფეხბურთი

19:56 | 27.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

Corriere Della Sport-ის დირექტორი: "მე კვარაცხელია მირჩევნია, ინსინიე მეტოქეს არასდროს ატყუებდა"

იტალიური გაზეთის, Corriere Dello Sport-ის დირექტორმა ივან ძაძარონიმ ხვიჩა კვარაცხელია და ლორენცო ინსინიე ერთმანეთს შეადარა. როგორც მან თქვა, მას ქართველი ურჩევნია, რადგან ინსინიე მეტოქის მოტყუებას და თამაშის გამწვავებას არასდროს ცდილობდა.

„მე კვარაცხელიას გვერდით ვარ, რადგან ინსინიეს არაფერი მოუგია, ეს უნდა ითქვას და ხაზი გაესვას. კვარა უფრო არღვევს თამაშს, მეტი სითამამე აქვს „ნაპოლის“ ყოფილ ფეხბურთელთან შედარებით, რომელიც დრიბლინგს არასდროს ცდილობდა. ლორენცო ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური იტალიელი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ხშირად მაბრაზებდა.

ის პასს უკან აკეთებდა და მეტოქის მოტყუებას არასდროს ცდილობდა. გასაგებია, რომ გუნდი მხოლოდ ერთი მოთამაშით არ იმარჯვებს, მაგრამ ჩემთვის გუნდისთვის მოთამაშე ინსინიეს ყურება ეფექტური არ იყო. კვარაცხელიას აქვს საიმისო უნარი, რომ მუდმივად გამორჩეულად თამაში სცადოს. ზოგჯერ ზედმეტიც მოსდის, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ მსგავსი მოთამაშე არსებობს“, - თქვა ძაძარონიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ რიგებში ჩატარებულ 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ორ-ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა და პენალტი მოიპოვა. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 1 ოქტომბერს, შინ „ტორინოსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110232