ფეხბურთი

16:46 | 27.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯუზეპე ბერგომი: "კვარაცხელია ძლიერია, მან ზუსტად იცის, რასაც აკეთებს"

მილანის „ინტერის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჯუზეპე ბერგომიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ფეხბურთელი ძლიერია და ხშირად, პენალტის მოპოვებაზე გამიზნულად თამაშობს.

„კვარაცხელია დრიბლინგს აკეთებს თუ არა, მზადაა ფეხებში მეტოქისგან ჩარტყმისთვის. ასეთი ტიპის ფეხბურთელია - ის დრიბლინგზე მიდის და პენალტის მოპოვებაზე მუშაობს, იცის, რომ ჩაარტყამენ, როგორც ეს „მილანთან“ იყო. ორივე მხრიდან მოძრაობა იცის, ორივე ფეხს იყენებს, ძლიერი ფეხბურთელია“, - თქვა ბერგომიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ რიგებში ჩატარებულ 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ორ-ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა და პენალტი მოიპოვა. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 1 ოქტომბერს, შინ „ტორინოსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12866