სხვა

3:30 | 27.09.2022 | ნანახია NaN - ჯერ

ევენეპოლმა ვუელტას შემდეგ მსოფლიო ჩემპიონის ტრიტულიც მოიპოვა

ვუელტას ბელგიელმა ჩემპიონმა რემკო ევენეპოლმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ვოლონგონგში (ავსტრალია, სიდნიეს მახლობლად) გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს, საგზა რბოლაში, მან მარტომ მიაღწია ფინიშს და ვუელტაზე ტრიუმფიდან ორიოდ კვირაში, მსოფლიო ჩემპიონის ცისარტყელას ზოლიანი მაისურიც მოიგო.

22 წლის ევენეპოლმა 2 წუთით და 21 წამით ჩამოიტოვა მეორეზე გასული ფრანგი კრისტოფ ლაპორტი. ბრინჯაოს მედალი კი ავსტრალიელმა მაიკლ მეტიუზმა მოიპოვა, ვინც ფინიშთან ჩამოიტოვა რბოლის ბელგიელი ფავორიტი ვუტ ვან აერტი. კიდევ ერთი ფავორიტი, ჰოლანდიელი მატიო ვან დერ პოელი რბოლაში საერთოდ არ გამოვიდა, რადგან ორ თინეიჯერ გოგონასთან კონფლიქტში დასდეს ბრალი.

მხოლოდ 51-ე ადგილს დასჯერდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ფრანგი ჟულიან ალაფილიპი, ტურ დე ფრანსის ორგზის ჩემპიონი, სლოვენიელი ტადეი პოგაჩარი კი მე-19 ადგილს დასჯერდა.

„დამღლელი სეზონის ამგვარი დასრულება საოცარია. ზე ბედნიერი ვარ. დღეს ფეხებში ძალა მეყო და ეს ის იყო, რაზეც ვოცნებობდი“, - განაცხადა ჩემპიონმა, ვინც გადამწყვეტი შეტევა მაშინ დაიწყო, როდესაც ფინიშამდე 35 კილომეტრი რჩებოდა. მხოლოდ ყაზახმა ალექსეი ლუცენკომ შეძლო გაყოლა. მაგრამ 9 კილომეტრის შემდეგ, ბელგიელმა აღმართზე კიდევ უფრო გაზარდა ტემპი და ამჯერად ლუცენკოც ჩამოიტოვა.

„ვფიქრობ, ამ სეზნში მოვიგე ყველაფერი, რისი მოგებაც შემეძლო. ასეთი კარგი სეზონი ალბათ აღარც მექნება“, - განაცხადა ევენეპოლმა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:04 | 31.10.2020
ogafa (10220)

იმედია, მომდევნო თამაშში უფრო უკეთესები ვიქნებით

23:01 | 29.10.2020
KoRBeN DaLLaS (24844)

კი ჯობია. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წაგებიდან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და ყოველ მომდევნო თამაშში უფრო უკეთესები ვიქნებით, ვიდრე წინაში.
აქ კი რა ხდება ? ბოლო სამ წელიწადში მეოთხედ შევხვდით შოტლანდიას და მცირედი წინსვლა მაინც მანახეთ, თუნდაც რომელიმე კომპონენტში.

13:35 | 29.10.2020
sokhumsky (447)

წაგება ყოველთვის მტკივნეულია, თუმცა
8 თვე რომ არ ითამაშო, ნარდს ვერ ითამაშებ იმავე დონეზე და რაგბი კიდევ მეტად მოითხოვს რეგულარულ წვრთნას და თამაშს.
ჩემზე უკეთესად მწვრთნელები იყვიან თავის სიტყვას, როგოც ქომაგი კი დავამატებ რომ ბიჭებმა რაგბი ითამაშონ! რაგბი თამაშია, თან ჩვენი
წინ გამარჯვებებისაკენ!

15:37 | 28.10.2020
qomagi (1575)

მართალი ხართ ბატონო ლევან, ანგარიშში სხვაობა ასეთი არ იქნებოდა, აფრასიძე რომ არ გაესინბინებინათ, შეიძლება 1-2 ლელოთი ნაკლები დაედოთ ან მაინც ამდენი მიგვეღო. 80 ქულით გამარჯვებას კი სჯობს ასეთი თამაშები, მაგრამ 40 ქულით წაგება არ არის მისაღები შედეგი. დანარჩენი კიდევ მოედანზე დაგვიმტკიცეთ მომდევნო 4 თამაშში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066529