იტალიელმა ჟურნალისტმა ფრანჩესკო მაროლდამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართველ ფეხბურთელს ერთი დიდი ნაკლი აქვს - ინდივიდუალურად თამაშს ხშირად ჯიუტად ცდილობს.
„ქართველ გარემარბს ერთი დიდი ნაკლი აქვს: ის მხოლოდ დრიბლინგის პირველ მცდელობაზეა ძალიან კარგი, რაც უმეტესად გამოსდის კიდეც. მაგრამ მნიშვნელოვანი სირთულეები ექმნება შემდეგ, როცა ჯიუტად ცდილობს ინდივიდუალურად თამაშს და შესაძლოა, მხედველობიდან კარგავს კარგ პოზიციაში მყოფ თანაგუნდელებს“, - თქვა მაროლდამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ 9 მატჩში 4 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი. ლუჩანო სპალეტის გუნდი უახლოეს შეხვედრას 1 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ტორინოსთან“ გამართავს.