ფეხბურთი

23:32 | 26.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები კვარაცხელიას გოლით გიბრალტარს ამარცხებს

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩში სტუმრად გიბრალტარის ნაკრებს პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებს.

ვილი სანიოლის გუნდი მე-19 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ დააწინაურა, რომელმაც თავისივე მოპოვებული პენალტით შეძლო ანგარიშის გახსნა. საქართველო საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და არაერთხელ მიეცა გატანის შანსი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ აშკარა საგოლე მომენტების ნაკლებობა ნამდვილად იყო. სხვათა შორის, ტაიმის მიწურულს მასპინძლებს გათანაბრება შეეძლოთ და რომ არა ზედიზედ ორჯერ გიორგი ლორიას შესანიშნავი თამაში გიბრალტარი გაიტანდა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ნაკრებს 13 ქულა აქვს და ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული აქვს.

0.112619