ფეხბურთი

17:35 | 26.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

Tuttonapoli: "კვარაცხელია გოლის და საგოლე პასის გარეშეც გადამწყვეტი მოთამაშეა"

ნეაპოლურმა გამოცემა Tuttonapoli-მ ხვიჩა კვარაცხელია ლუკა დონჩიჩს შეადარა. როგორც აღნიშნული ვებგვერდი წერს, ქართველ ფეხბურთელს ისეთივე გავლენა აქვს „ნაპოლიში“, როგორც სლოვენილ კალათბურთელს „დალას მავერიქსში“.

„კვარას ეფექტი: მყისიერი და დამანგრეველი. იშვიათად ყოფილა, რომ ფეხბურთელი მოსულა ისეთი „პატარა“ ჩემპიონატიდან, როგორც ქართული ლიგაა და ასეთი მყისიერი გავლენა მოეხდინა სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე. აქამდე ნანახით ის არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდის ბედს ცვლის, როგორც ეს ხდება ამერიკაში. მაგალითად ლუკა დონჩიჩი, რომელმაც „დალასი“ ამბიციურ გუნდად აქცია. მოდით ვისაუბროთ კვარას ამგვარ გავლენაზე.

სტატისტიკის გარდა, რომელიც ისედაც შთამბეჭდავია, ამ ბიჭში კიდევ არის რაღაც, რას სტატისტიკაში არ ისახება. მაგალითად, „მილანთან“ მატჩის ბედი მან გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი ოქმში არ ფიგურირებს და იგივე შეიძლება ითქვას გლაზგოში გამარჯვებაზე. კვარაცხელია განსაკუთრებულია, როგორც მისი გვარი“, - წერს Tuttonapoli.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" რიგებში ჩატარებულ 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და ორჯერაც პენალტი მოიპოვა.

0.12303