ფეხბურთი

13:16 | 26.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტი: "არ არსებობს საფუძველი, რომ ცუდი მსოფლიოს ჩემპიონატი გვექნება"

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი წარუმატებელი შედეგების გამო სამსახურის დატოვებას არ აპირებს. როგორც მან თქვა, მისთვის ასეთ რთულ მომენტში ინგლისის ნაკრების გაწვრთნა დიდი გამოწვევაა.

„ჩემთვის დიდი გამოწვევაა ინგლისის ნაკრების მწვრთნელობა ასეთ რთულ მომენტშიც კი. ამ მომენტის გავლას და კრიზისიდან გამოსვლას გამძლეობა სჭირდება, მაგრამ ჩემი ბიჭების დიდი რწმენა მაქვს. პირადად არ ვნერვიულობ. რა თქმა უნდა, არ ვარ პირველი მწვრთნელი, რომელიც კრიტიკოსების სამიზნეა, ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ეს დრო დადგებოდა. ეს თამაშის ნაწილია. ამ პოსტზე მუშაობა ჩემში აღტაცებას იწვევს, თორემ 6 წელი აქ არ ვიქნებოდი. ვიცი, რომ შედეგები არ შეესაბამება გულშემატკივრების მოლოდინსა და სურვილებს.

50 წლის ვარ, ფეხბურთში 30 წელზე მეტი გავატარე, ვიყავი 12 დიდ ტურნირზე ფეხბურთელისა და თუ მწვრთნელის რანგში, მზად ვარ ყველანაირი პასუხისმგებლობა ავიღო. არ აქვს მნიშვნელობა საქმეს როგორ აკეთებ, თუ შედეგები არ გაქვს, მაგრამ მე არ ვიმალები. ეს ბოლო მატჩია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ გველოდება. შეგვიძლია წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწიოთ, თუ ყველა ერთი და იმავე მიმართულებით ვიმოქმედებთ. არ არსებობს მიზეზი, რომ ყატარში სევდიანი მსოფლიოს ჩემპიონატი გვქონდეს, პირიქით, ყველამ დადებითი ენერგია უნდა გადავცეთ ერთმანეთს“, - თქვა საუთგეიტმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა ერთა ლიგის A დივიზიონში 5 ტურში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა, ერთადერთი გოლი გაიტანა, ისიც პენალტით და ამ კუთხით მხოლოდ სან მარინოს ნაკრებს უსწრებს. სხვათა შორის, ინგლისი სან მარინოსთან ერთად ერთადერთია, რომელსაც ერთა ლიგაზე თამაშიდან გოლი არ გაუტანია და ასეთი შედეგების ფონზე ბუნებრივია, რომ გუნდი B დივიზიონში დაქვეითდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122947