საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ერთა ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში სტუმრად გიბრალტარის ნაკრებს შეხვდება. ვილი სანიოლის გუნდის ძირითადი შემადგენლობა უკვე ცნობილია.
ფრანგმა სპეციალისტმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ბოლო თამაშთან შედარებით სასტარტო 11-ეულში ოთხი ცვლილება განახორციელა. ამრიგად, საქართველო დღეს ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:
საქართველო (3-4-3): ლორია; კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა; წიტაიშვილი, კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, აზაროვი; ლობჟანიძე, ზივზივაძე, კვარაცხელია
გიბრალტარი (4-3-3): ბანდა; ლოპესი, ოლივერო, ჩიპოლინა, ანესლი; ტორილია, უაისმანი, რონანი; უოკერი, ბრიტო, კაშიარო
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ხუთ ტურში 13 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში პირველი ადგილი უკვე გაიფორმა, თუმცა დღევანდელი თამაში მაინც მნიშვნელოვანია, რათა მთლიანად C დივიზიონში საუკეთესო შედეგი დააფიქსიროს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.