ერთა ლიგის A დივიზიონის ორ ჯგუფში ასპარეზობა დასრულდა და შესაბამისად, ოთხთა ფინალის ორი მონაწილე გაირკვა.
პირველ ჯგუფში ხორვატიის ნაკრებმა შანსი გამოიყენა, ავსტრია ვენაში, ბოლოსკენ გატეხა, 3:1 მოიგო და ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა. ზლატკო დალიჩის გუნდმა 13 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და აჯობა დანიის ნაკრებს, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონ და ერთა ლიგის ჯერ კიდევ მოქმედ გამარჯვებულ საფრანგეთს 2:0 მოუგო, მაგრამ ჯგუფში მეორე ადგილს დასჯერდა.
საფრანგეთმა ეს ერთა ლიგა საშინლად ჩაატარა - 1 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება და 5 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ფრანგები B დივიზიონში გავარდნას ბეწვზე გადაურჩნენ და ეს იმის დამსახურებაა, რომ წინა ტურში ავსტრიას მოუგეს, რომელსაც ერთი ქულით აჯობეს.
მეოთხე ჯგუფში ნიდერლანდებმა იპირველა, თან ძალიან ადვილად. ლუის ვან გაალის გუნდმა ბელგია 1:0 დაამარცხა და მეზობელს 6 ქულით გაუსწრო. ამ ჯგუფში ბოლო ადგილი უელსმა დაიკავა 1 ქულით, რომელიც შინ პოლონეთთან დამარცხდა.
ამრიგად, ხორვატია და ნიდერლანდები ოთხთა ფინალში არიან. გასარკვევი კიდევ ორი მონაწილეა და ბოლო ტურში ურთიერთმატჩშებში გაირკვევა: უნგრეთი ან იტალია (უნგრელებს ფრეც აწყობთ, იტალიელებს მხოლოდ მოგება) და ესპანეთი ან პორტუგალია (ესპანელებს მოგება უნდათ, პორტუგალიელებს ქულაც ეყოფათ).
B დივიზიონში, სადაც მომდევნო სეზონში საქართველო ითამაშებს, უელსი და ავსტრია გავარდნენ.
ავსტრია - ხორვატია 1:3 (1:1)
გოლები: 0:1 მოდრიჩი (6), 1:1 ბაუმგარტნერი (9), 1:2 ლივაია (69), 1:3 ლოვრენი (72)
დანია - საფრანგეთი 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 დოლბერგი (34), 2:0 ოლსენი (39)
1. | ხორვატია | 6 | 4 | 1 | 1 | 8 | 6 | 2 | 13 |
2. | დანია | 6 | 4 | 0 | 2 | 9 | 5 | 4 | 12 |
3. | საფრანგეთი | 6 | 1 | 2 | 3 | 5 | 7 | -2 | 5 |
4. | ავსტრია | 6 | 1 | 1 | 4 | 6 | 10 | -4 | 4 |
ნიდერლანდები - ბელგია 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ვან დაიკი (73)
უელსი - პოლონეთი 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 სვიდერსკი (58)
1. | ნიდერლანდები | 6 | 5 | 1 | 0 | 14 | 6 | 8 | 16 |
2. | ბელგია | 6 | 3 | 1 | 2 | 11 | 8 | 3 | 10 |
3. | პოლონეთი | 6 | 2 | 1 | 3 | 6 | 12 | -6 | 7 |
4. | უელსი | 6 | 0 | 1 | 5 | 6 | 11 | -5 | 1 |