ფეხბურთი

22:05 | 25.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ყაზახეთი აზერბაიჯანთან დამარცხდა

ერთა ლიგის მეექვსე ტურში ყაზახეთის ნაკრები აზერბაიჯანს ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. ყაზახები პირველივე ტაიმში მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ და მეორე ნახევარში მეტოქეს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს.

შედეგად, აზერბაიჯანმა 3:0 მოიგო. ყაზახეთის ნაკრებმა ასპარეზობა 13 ქულით დაასრულა და ამ დროისთვის პირველადგილოსნებში მესამე შედეგი აქვს, მაგრამ თუ 27 სექტემბერს, საბერძნეთი შინ ჩრდილოეთ ირლანდიასთან არ დამარცხდება, ყაზახეთს ყველაზე ცუდი, მეოთხე შედეგი ექნება და პლეი-ოფში პირველი შედეგის მქონე გუნდს შეხვდება.

აქვე ვთქვათ, რომ C დივიზიონის მესამე ჯგუფში აზერბაიჯანმა 10 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, სლოვაკეთი მესამე საფეხურზე გავიდა (7 ქულა), ხოლო ბელარუსი 3 ქულით ბოლო პოზიციას დასჯერდა. სხვათა შორის, აზერბაიჯანმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგო, მანამდე ბელარუსსა და სლოვაკეთსაც აჯობა.

თეგებიერთა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121659