ფეხბურთი

19:30 | 25.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი ერთა ლიგის მეხუთე ტურის სიმბოლურ ნაკრებში

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი Sofascore-ს ვერსიით ერთა ლიგის მეხუთე ტურის სიმბოლურში მოხვდა. საუბარია არა მარტო C დივიზიონზე, არამედ მთლიანობაში, ოთხივე დივიზიონზე.

Sofascore სტატისტიკური პორტალია, რომლისგან მამარდაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში 8.6 ქულა დაიმსახურა და მეკარეებიდან ამაზე მაღალი შეფასება მეხუთე ტურში არავის მიუღია.

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (საქართველო)

მცველები: დიოგო დალო (პორტუგალია), მანუელ აკანჯი (შვეიცარია), ვალენტინ რობერჯი (კვიპროსი), ნიცუსორ ბანცუ (რუმინეთი)

ნახევარმცველები: ბრუნო ფერნანდეში (პორტუგალია), დანილო იგნატენკო (უკრაინა), კევინ დე ბრუინი (ბელგია)

თავდამსხმელები: ილიან სტეფანოვი (ბულგარეთი), ალეკსანდრ მიტროვიჩი (სერბეთი), არტიომ დოვბიკი (უკრაინა)

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან 6 დარტყმა მოიგერია და კარი მშრალად შეინახა. ზოგადად, მას საქართველოს ნაკრებში 4-ჯერ აქვს ნათამაშები და ბოლო სამ მატჩში გოლი არ გაუშვია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116849