ფეხბურთი

13:20 | 25.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია: "მოგება დავიმსახურეთ, კვიპროსში ბევრი კარგი ფეხბურთელია"

კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საბერძნეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, კვიპროსის ნაკრებს წარმატების მისაღწევად პოტენციალი გააჩნია.

„კოსოვოში რთული თამაში გვექნება, მაგრამ დავისვენებთ და იქ წარმატების მისაღწევად წავალთ. საბერძნეთთან გამარჯვება დავიმსახურეთ და მოვიგეთ კიდე. მჯერა, რომ კვიპროსს ჰყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებიც ნიჭიერები არიან. გვყავს გამოცდილი მოთამაშეებიც და მიხარია, რომ აქ ვარ. ამ ფეხბურთელებით შეიძლება კარგი შედეგების ჩვენება.

დაცვაში მყარი ფეხბურთი ვითამაშეთ, საბერძნეთთან შემტევ ფეხბურთს ვერ ითამაშებ, ჩვენ მათ სახიფათო მომენტების შექმნის საშუალება არ მივეცით. არ მინდა, განსაკუთრებული დაპირებების გაცემა, მაგრამ თუ საბერძნეთის დამარცხება შეგვიძლია, გამოდის, რომ სხვა გუნდების დამარცხებაც შესაძლებელია. გუნდში ბევრი ფეხბურთელია, რომლებსაც სასტარტოში მოხვედრის პრეტენზია აქვთ, ეს ჩემთვის სასიამოვნო თავის ტკივილია. გუსტავო პოიეტთან შეხვედრა? მისი კვლავ ნახვა სასიამოვნო იყო, პრემიერლიგაში ერთად ვთამაშობდით“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა და საბერძნეთთან გამარჯვებით გარკვეულწილად საქართველოს ნაკრებისთვის დადებითი საქმე გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116606