"მანჩესტერისა" და ინგლისის ნაკრების მცველის, ჰარი მაგუაირისთვის მიმდინარე არცთუ იდეალურად დაიწყო და კრიტიკასთან ერთად „მანჩესტერის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.
თუმცა, გაოცებას მაინც ერთი სტატისტიკა იწვევს - როცა მაგუაირი მოედანზე, მისი გუნდი მიმდინარე სეზონში თამაშს ვერ იგებს, როცა ჰარი არ თამაშობს, პირიქით - იმარჯვებს.
მაგუაირი ძირითად შემადგენლობაში იყო „ბრაიტონთან“, „ბრენტფორდთან“, „სოსიედადთან“ და იტალიის ნაკრებთან (ინგლისის ნაკრებში) - ყველა შემთხვევაში „მანჩესტერიც“ და ინგლისის ნაკრებიც დამარცხდა.
სამაგიეროდ, მაგუაირი ძირითადში არ იყო (არ უთამაშია ან მაქსიმუმ ბოლო წუთები ითამაშა შეცვლაზე) „ლივერპულთან“, „საუთჰემპტონთან“, „ლესტერთან“, „არსენალთან“ და „შერიფთან“ - ყველა ეს მატჩი „მანჩესტერმა“ მოიგო.