ფეხბურთი

2:12 | 25.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები გიბრალტარში 22 ფეხბურთელით ჩავიდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის ბოლო შეხვედრას სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. ჩვენმა გუნდმა თბილისიდან მალაგაში ჩარტერული რეისით იმგზავრა, შემდეგ კი გიბრალტარში ჩავიდა.

ვილი სანიოლის გუნდი გიბრალტარში 22 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება. მაღალი ტემპერატურის გამო გიორგი ჩაკვეტაძე გიბრალტარში გუნდთან ერთად ვერ გაემგზავრა და ბოლო ტურის შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

25 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები გიბრალტარში პირველ ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, მთავარი მწვრთნელის ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა C დივიზიონის მეოთხე ჯგუფი მეხუთე ტურში, ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხების შემდეგ მოიგო და ამ დროისთვის 13 ქულა აქვს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“)

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვირკველია („ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო ბათუმი“)

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო თბილისი", საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო ბათუმი" საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია)

თავდამსხმელები: ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთ კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, უნგრეთი)

შეგახსენებთ, რომ გიბრალტარისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 26 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115908