რაგბი

23:47 | 24.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

დავით ნინიაშვილის დუბლი TOP 14-ში (+VIDEO)

საფრანგეთის ტოპ 14-ის მეოთხე ტურში „ლიონის“ ქართველმა მორაგბე დავით ნინიაშვილმა ორი ლელო მიითვალა.

ნინიაშვილმა შეხვედრაში ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა და თავისი გუნდი დააწინაურა (5:0), ხოლო დუბლი 79-ე წუთზე შეასრულა. ლელოების გარდა, მან ერთი ჯარიმაც გაიტანა, თანაც მოედნის საკუთარი ნახევრიდან. „ლიონმა“ მატჩი 33:27 მოიგო, ხოლო ქართველი მორაგბის აქტივში მიმდინარე სეზონში უკვე 3 ლელოა.

ნინიაშვილის გარდა, „ლიონში“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ბექა საღინაძემ, ხოლო „სტად დე ფრანსეს“ რიგებში შეცვლაზე ითამაშა გიორგი მელიქიძემ.

„ლიონი“ 2 მოგებით და 2 წაგებით მეოთხე ადგილზეა, „სტად დე ფრანსე“ კი იმავე ბალანსით მეექვსეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108706