ფეხბურთი

23:22 | 24.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების 7-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყდა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა პორტუგალიასთან სტუმრად ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მარცხი განიცადა - 1:4.

რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადება, რომლის მასპინძელი იქნება და საკმაოდ ძლიერ მეტოქეს გაეჯიბრა. პორტუგალიელებმა პირველ ტაიმში მოიპოვეს ორბურთიანი უპირატესობა, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე გიორგი მოისწრაფიშვილმა ერთი გოლით უპასუხა, თუმცა საქართველომ თამაშის გადასარჩენად მაინც ვერ იბრძოლა, კიდევ ორჯერ გაუშვა და წააგო.

სხვათა შორის, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების 7-მატჩიანი წაუგებელი სერია (6 მოგება, 1 ფრე) შეწყდა.

სვანაძის გუნდი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 27 სექტემბერს, სტუმრად თურქეთის 21-წლამდე ნაკრებთან გამართავს.

პორტუგალია - საქართველო 4:1 (2:0)

საქართველო (3-4-2-1) : მეგრელიშვილი; ხვადაგიანი, საზონოვი (გელაშვილი 69), კალანდაძე; გოჩოლეიშვილი, ნ. გაგნიძე (ოსიყმაშვილი 61), ლ. გაგნიძე, ხარაბაძე (კაპანაძე 61); შ. ნონიკაშვილი (გაგუა 37), მოისწრაფიშვილი (ნ. ხორხელი 84) - გულიაშვილი (კვერნაძე 69)

გოლები: 1:0 ბერნარდუ (15), 2:0 კოშტა (23), 2:1 მოისწრაფიშვილი (53), 3:1 არაუჟო (61), 4:1 სოუზა (76)

0.115692