თამაშგარე

21:37 | 24.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინული მედია: იკარდისთან დაშორების შემდეგ ვანდა 24 წლის ფეხბურთელს ხვდება

მაურო იკარდისა და ვანდა ნარას წყვილი საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო, მაგრამ ისინი დაშორდნენ. არგენტინული მედიის ცნობით, განქორწინების მიზეზი ნარას ახალი რომანი გახდა.

როგორც ჟურნალისტმა პია შოუმ განაცხადა, ვანდას რომანი 24 წლის ფეხბურთელ მარტინ პაიეროსთან აქვს.

„ისინი ერთ საღამოს ერთად შენიშნეს. იცინოდნენ, სვამდნენ და ერთად ცეკვავდნენ. რამდენიმე კვირაა ერთი ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობ, ცდილობს ვანდასა და ერთი ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია მომყიდოს, თუმცა მე ფულის გადახდის სურვილი არ აქვს“, - თქვა შოუმ.

მარტინ პაიერო 24 წლის არგენტინელი ნახევარმცველია, რომელმაც კარიერა „ბანფილდში“ დაიწყო, გასულ წელს „მიდლსბროში“ გადავიდა, ახლა კი იჯარით „ბოკა ხუნიორსში“ თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110854