ფეხბურთი

17:56 | 24.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ინგლისთან დიდი ანგარიშით წააგო

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.

ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა ჯერ მასპინძელ დანიასთან წააგო (1:3), ამჯერად კი კიდევ უფრო სუსტად ითამაშა და ინგლისის ნაკრებთან 0:6 დამარცხდა. ყველაფერი პირველივე ტაიმში იყო გადაწყვეტილი, როცა სონი პერკინსმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და ინგლისელებმა ტაიმი 3:0 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ სამი უპასუხო გოლი გაიტანეს.

ამრიგად, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს ორ ტურში 0 ქულა აქვს (1:9 ბურთების ბალანსი) და ელიტ-რაუნდში გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. ბოლო ტურში ქართველი ფეხბურთელები 27 სექტემბერს, მონტენეგროს დაუპირისპირდებიან.

ინგლისი - საქართველო 6:0 (3:0)

გოლები: 1:0 პერკინსი (9), 2:0 პერკინსი (19, პენ), 3:0 პერკინსი (42), 4:0 ქანონიე (51), 5:0 ფორსონი (58), 6:0 ქანონიე (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121787