„პარი სენ ჟერმენისა“ და ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ მადრიდის „რეალსა“ და სუპერლიგაზე ისაუბრა. მისი თქმით, სუპერლიგა არ არსებობს და არც იარსებებს, „რეალის“ მხრიდან კი უცნაურია იმ ტურნირის მოგების ზეიმი, რომელშიც თამაში არ სურს (ჩემპიონთა ლიგა).
„უცნაური ისაა, რომ ისინი უეფას ტურნირში გამარჯვებას ზეიმობენ, რადგან იციან, რომ ეს არის მსოფლიოში საუკეთესო ტურნირი. ძალიან უცნაურია, ფანტასტიკური შეჯიბრის წინააღმდეგი ხარ, მაგრამ მონაწილეობ, იმარჯვებ, ტიტულებით სიამოვნებს იღებ და ზეიმობ. თუმცა, არ მინდა ამ თემაზე დროის დაკარგვა, მოდით წინ გავიხედოთ.
ჩვენ ვაგრძელებთ „რეალის“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ გარეშე მუშაობას. თუ მათ სურთ დაბრუნება საკლუბო ასოციაციაში, მივესალმებით, მაგრამ ამაზე დროს ვერ დავკარგავთ. ჩვენ წინ მივდივართ და საუკეთესოს ვაკეთებთ ჩვენი კლუბებისთვის. ისინი კი იმას აკეთებენ, რაც სურთ. ვიცით, რომ სუპერლიგა არ არსებობს და არც არასდროს იარსებებს“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.