ფეხბურთი

13:09 | 24.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" მენიო გამოაკლდა

„მილანს“ მეკარე მაიკ მენიო დაახლოებით ერთი თვით გამოაკლდა. ფრანგმა კარის დარაჯმა ტრავმა საფრანგეთისა და ავსტრიის ნაკრებთა შეხვედრაში მიიღო.

იტალიური მედიის ცნობით, მენიო „ემპოლისთან“, „ჩელსისთან“ ჩემპიონთა ლიგის ორივე თამაშს და „იუვენტუსთან“ შეხვედრას გამოტოვებს. უკეთეს შემთხვევაში ის მოედანზე 16 ოქტომბერს, „ვერონას“ წინააღმდეგ უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ესეც საეჭვოა.

Gazzetta Dello Sport-ი იმასაც წერს, რომ „მილანი“ მენიოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის განაცხადიდან ამოიღებს, რაც მიანიშნებს ტრავმის სირთულეზე. გარდა ამისა, იტალიურ კლუბს "ჩელსისთან" მატჩებისთვის ლიგის განაცხადში ჩიპრიან ტატარუშანუს შეყვანა სურს, რომელიც ახლა განაცხადში არ იმყოფება. უეფას დებულებით, ფეხბურთელის შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ რომელიმე მოთამაშე განაცხადიდან ამოიწერება. ვინაიდან "მილანი" "ჩელსისთან" ორივე შეხვედრაში მხოლოდ ვეტერანი ანტონიო მირანტეს იმედად არ იყოს, "როსონერის" მენიოს ნაცვლად განაცხადში ტატარუშანუს შეყვანა მოუწევს.

მაიკ მენიო „მილანის“ ერთ-ერთი ლიდერია და გასულ სეზონში სერია A-ს საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

0.14029