მადრიდის „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ ანტუან გრიზმანის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
ფრანგი ფორვარდი ამჟამად მადრიდულ გუნდში იჯარითაა, მაგრამ მისი გამოსყიდვა „როხიბლანკოს“ 40 მილიონ ევროდ შეუძლიათ. თუმცა, შესაძლოა ფასი შემცირდეს და მადრიდელებმა ის 25 მილიონ ევროდ გამოისყიდონ.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს. მიმდინარე სეზონში გრიზმანმა 8 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.