ფეხბურთი

15:22 | 23.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს შესაძლოა ორი ფეხბურთელი გამოაკლდეს

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს საქართველოსთან ნაკრებთან დღევანდელ შეხვედრაში შესაძლოა ალექსანდარ ტრაიკოვსკი ვერ დაეხმაროს. „ალ ფეიჰას“ 30 წლის ფორვარდს სამი დღეა სიცხე აქვს და მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

გარდა ამისა, გუშინ ვარჯიშზე მცირე დაზიანება მიიღო დარკო ველკოვსკიმ და ჯერ მისი საკითხიც არაა გადაწყვეტილი, მაგრამ ცენტრალური მცველის შემთხვევაში მაკედონიელები უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილი.

აქვე გეტყვით, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები თბილისში საგრძნობი დანაკლისითაა ჩამოსული და ტრავმების გამო სტეფან რისტოვსკი, არიან ადემი, დარკო ჩურლინოვი, ეტემი, დავიდ ბაბუნსკი, ბობან ნიკოლოვი, კირე რისტევსკი და ვალონ ეტემი ვერ ითამაშებენ.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121574