თამაშგარე

12:16 | 23.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაურო იკარდი და ვანდა ნარა დაშორდნენ

სტამბოლის „გალათასარაის“ თავდამსხმელი მაურო იკარდი და ვანდა ნარა დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია არგენტინელმა ლამაზმანმა გაავრცელა. ნარას განცხადებით, ის და იკარდი განქორწინდნენ. აღსანიშნავია, რომ ვანდა პარალელურად მაუროს საფეხბურთო აგენტიც იყო.

„ძალიან მტკივნეულია ამ მომენტში ცხოვრება. გადაჭარბებული სპეკულაციებიდან გამომდინარე, მირჩევნია, ყველაფერი ჩემგან გაიგოთ. არაფერი მაქვს გასარკვევი და არ ვაპირებ რაიმე დეტალების გავრცელებას ამ განქორწინებაზე. იმედი მაქვს გამიგებთ, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი შვილებისთვის“, - დაწერა ვანდამ.

ამრიგად, ვანდა ნარა და მაურო იკარდის 8-წლიანი თანაცხოვრება დასრულდა. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ ფრანჩესკა და იზაბელა.

0.113935