ფეხბურთი

12:17 | 9.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მენდეში: “რონალდუს “მანჩესტერში” დაბრუნება გამორიცხულია”

კრიშტიანუ რონალდუს “მანჩესტერში” დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პორტუგალიელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა.

“რონალდუს მანჩესტერში დაბრუნება გამორიცხულია. “რეალში” თამაშით კმაყოფილია და მხოლოდ მადრიდულ კლუბზეა კონცენტრირებული. ამასთან, “მანჩესტერი” მის გულშია, რადგან იქ 6 სეზონი გაატარა. კრიშტიანუს სურს კარიერის დარჩენილი წლები “რეალს” მიუძღვნას და თამაში “სანტიაგო ბერნაბეუზე” დაასრულოს”, – განაცხადა მენდეშმა.

0.110493