ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა მატჩის წინ სავარჯიშოდ მისვლა „დინამო არენაზე“ დაახლოებით 45 წუთით დააგვიანა, რამაც მაკედონიურ მედიაში დიდი ხმაური გამოიწვია.
Sportmedia-ს ჟურნალისტი ოგნენ დიოჩინოვსკი წერს, რომ შესაძლოა ეს პროვოკაცია იყოს ან უბრალოდ სუსტი ორგანიზება. ისინი ვერ იჯერებენ, რომ თბილისში, შექმნილი საცობების გამო გუნდს სასტუმროდან სტადიონამდე მგზავრობისთვის 45 წუთი დასჭირდა.
გარდა ამისა, ის წერს: „რეალურად რა ხდება თბილისში ავტობუსებთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება ჩვენნაირმა ნაკრებმა ვარჯიშზე 45 წუთი დაიგვიანოს? მართლაც გაუგებარია. პოლიციის ესკორტიც კი არ არის, ეს ყველაფერი „სოფლის კოოპერატივს“ ჰგავს. დიახ, მართლაც რა ხდება ავტობუსებთან დაკავშირებით, რადგან ვიცით, რომ 10 ივნისს, თბილისში მატჩისწინა დღეს ბულგარეთის ნაკრებიც ავტოავარიაში მოჰყვა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა, განსაკუთრებით ტოდორ ნედელევი, რომელიც ფეხბურთს დღემდე ვერ თამაშობს“, - წერია სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი 23 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.