დონეცკის „შახტარის“ გარემარბით, მიხაილ მუდრიკით, ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ბევრი კლუბია დაინტერესებული. „შახტარი“ კი თავის ახალგაზრდა ვარსკვლავს 50 მილიონ ევროდ აფასებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
წყაროს ინფორმაციით, „შახტარმა“ უარი თქვა „ევერტონის“ წინადადებაზე, რომე;ლიც 30 მილიონ ევროს იხდიდა. მუდრიკით აქტიურადაა დაინტერესული ლონდონის „არსენალიც,“ თუმცა მეშახტეებისთვის ოფიციალური, კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავს.
21 წლის უკრაინელის გადაბირება ასევე „ნიცას,“ „ბრენტფორდს,“ „იუვენტუსს,“ „სევილიას,“ „ლევერკუზენს“ და „ნიუკასლს“ სურთ.