მადრიდის „რეალისა“ გერმანიის ნაკრების მცველმა, ანტონიო რუდიგერმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა ყატარის მუნდიალის შესახებ.
„ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გადაწყვეტილება გულშემატკივრებისა და ფეხბურთელებისთვის არ მიუღიათ. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ ფული და ძალაუფლება უმთავრეს როლს ასრულებენ მსოფლიო ფეხბურთში.
ოფიციალური პირებისგან ხშირად გამიგია ტურნირის შესაძლო ბოიკოტის შესახებ, მაგრამ არა მოთამაშეებისგან. ჩვენც კრიტიკულად უნდა შევხედოთ სიტუაციას.“ - ციტირებს რუდიგერის სიტყვებს Sport1.