ფეხბურთი

14:25 | 22.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნის“ ფეხბურთელებს ნაგელსმანის მეთოდები არ მოსწონთ

„ბაიერნის“ ფეხბურთელები უკმაყოფილოები არიან იმ მეთოდებით, რომლითაც მათი მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი შემადგენლობას ირჩევს - წერს kicker.

მათ შეამჩნიეს, რომ შეცვლებისას ნაგელსმანი აქცენტს ასაკიან მოთამაშეებზე აკეთებს, მიუხედავად იმისა, ფორმაში არიან თუ არა ისინი, ახალგაზრდები კი იჩაგრებიან.

მაგალითად, ბუნდესლიგის მე-7 ტურის „აუგსბურგთან“ მატჩში (0:1) შეცვლაზე არცთუ კარგ მდგომარეობაში მყოფი ერიკ-მაქსიმ შუპო-მოტინგი შევიდა, მატის ტელი კი სკამზე დარჩა.

კიდევ ერთი მაგალითი ნიდერლანდელი ახალწვეული რაიან გრავენბერხია. 20 წლის ექს-აიაქსელმა სეზონის წინ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ამხანაგურ შეხვედრებში. ოფიციალურ სეზონში კი მხოლოდ ერთხელ ითამაშა, ისიც გერმანიის თასის 1/16 ფინალში.

0.131859