უეფა სუპერთასის ფორმატის შეცვლას აპირებს, ერთი მატჩის მაგიერ გაიმართება ოთხთა ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას ამერიკული MLS-ის გუნდიც მიიღებს - გვამცნობს AS.
ტურნირი შემოსავლების გაზრდისთვისაა ჩაფიქრებული და ესპანეთის სუპერთასის ანალოგიური იქნება. ჩემპიონთა, ევროპა და კონფერენსლიგების გამარჯვებულებს ერთი ამერიკული გუნდი დაემატება MLS-იდან. მატჩები ზაფხულში გაიმართება, სავარაუდოდ ევროპის გარეთ.
შეგახსენებთ, რომ უეფას სუპერთასი 1972 წლიდან ტარდება.