სხვა

3:03 | 22.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კანელო ალვარესს ხელზე ოპერაცია სჭირდება

მექსიკელმა მოკრივე კანელო ალვარესმა განაცხადა, რომ მარცხენა ხელზე ოპერაციის გაკეთება მოუწევს, მერე კი დმიტრი ბივოლთან რემატჩის გამართვას ეცდება. ალვარესმა ახლახანს, ლას ვეგასში მოუგო ყაზახ გენადი გოლოვკინს და ზე-საშუალო წონაში (76 კგ) აბსოლუტური ჩემპიონის წოდება შეინარჩუნა.

კანელოს პროფესიონალურ რინგზე 62 ბრძოლა აქვს გამართული და მხოლოდ ორჯერ დატოვა რინგი წაგებულმა. მეორე მარცხი სწორედ ბივოლისგან, ქვე-მძიმე წონაში (79 კგ), მაისში იწვნია. რუსი მოკრივე მალე მექსიკელ ხილბერტო რამირესს ქვე-მძიმე წონაში, საკუთარი ტიტულების დასაცავად შეხვდება.

ისევე როგორც წინა ბრძოლაში, ბივოლთან შესახვედრად, ალვარესს დამძიმება მოუწევს. ოღონდ მანამდე ყველა ტრავმის მოშუშება იქნება საჭირო.

„წაგება სასარგებლოა, რადგან ის იმ გზას გიჩვენებს, რომელიც უფრო ძლიერ მოკრივედ გაყალიბებს. სირთულეები ბევრჯერ შემხვედრია, მაგრამ ყოველთვის ვახერხებ გაგრძელებას და წინ წასვლას. ახლა მარცხენა ხელზე ოპერაცია მჭირდება. მაგრა ყველაფერი რიგზეა. მე მებრძოლი ვარ და სირთულეების არ მეშინია. სწორედ ამიტომ ვარ აქ“, - ამბობს ალვარესი.

ის დასძენს, რომ ტრავმის გამო, ჭიქის დაჭერაც კი უჭირს. „მაგრამ მებრძოლი ვარ“, - აგრძელებს ალვარესი, ვისაც პირველი მარცხი თვით ფლოიდ მეივეზერმა აგემა.

0.125439