ფეხბურთი

1:15 | 22.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: "კვარაცხელიას დრიბლინგები პოეზიაა"

იტალიურმა გაზეთმა Gazzetta Dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაწერა და მისი დრიბლინგები პოეზიასთან გააიგივა. როგორც ცნობილი გამოცემა წერს, ქართველის დრიბლინგები სასიამოვნო ნებისმიერი გუნდის გულშემატკივრებისთვისაა.

„მისი დრიბლინგები პოეზიაა მათთვის, ვისაც საფეხბურთო ესთეტიკა უყვარს, არა მხოლოდ „ნაპოლის“ გულშემატკივრებისთვის. დაუჯერებელია, რომ ბიჭი ანგელოზის სახით, რომელსაც ჯერ წვერიც კი ალაგ-ალაგ აქვს, 21 წლის ასაკში სრულიად განსხვავებული საფეხბურთო სამყაროდან მოვიდა „ნაპოლიში“ და უკვე ქმნის განსხვავებას, როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. სტატისტიკა გვეუბნება, რომ ის დრიბლინგების მცდელობით პირველია იტალიის ჩემპიონატში და მეექვსე ჩემპიონთა ლიგაზე“, - წერს Gazzetta Dello Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ რიგებში ჩატარებულ 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერაც პენალტი მოიპოვა.

0.114007