ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბრუნო ლონგიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და „ნაპოლი“ შეაქო. მისი თქმით, ნეაპოლელებმა საოცარი ტალანტი დაიმატეს, რომელიც „იუვენტუსისა“ და „მილანის“ სამიზნეც იყო.
„ნაპოლიმ“ ზაფხულში მართლაც გასაოცარი ნაბიჯი გადადგა და ფენომენი წაართვა ისეთ კლუბებს, როგორებიც „იუვენტუსი“ და „მილანი“ არიან, რომლებიც მანამდე ცდილობდნენ მის გადაბირებას. კვარაცხელია მართლაც ძალიან ძლიერია, გასაოცარი ფეხბურთელი, უნიკალური თავისი თვისებებით. ჩვენ ვსაუბრობთ არაჩვეულებრივ ტალანტზე, „ნაპოლიმ“ კარგად იმოქმედა, რომ ის მწვავე კონკურენციაში დაიმატა და ფსონი მასზე გააკეთა. ინსინიეს კლასი ეჭგვარეშეა, მაგრამ ქართველზე რაღაც მასზე მეტი აქვს“, - თქვა ლონგიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ რიგებში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ორ-ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა და პენალტი მოიპოვა.