საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარუმატებლად დაიწყო და პირველ ტურში ჯგუფური ეტაპის მასპინძელ დანიასთან 1:3 დამარცხდა.
ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით ჩამორჩნენ, ხოლო მეორე ნახევარში დანიელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. ერთადერთი, რაც საქართველომ მოახერხა, 87-ე წუთზე დავით გოცირიძის პრესტიჟის გოლი იყო.
ამრიგად, საქართველომ ასპარეზობა მარცხით დაიწყო, მეორე ტურში კი 24 სექტემბერს, ინგლისის 19-წლამდე ნაკრებს შეხვდება. 4-გუნდიანი ჯგუფიდან ელიტ-რაუნდში პირველი-ორი გავა, თუმცა, შესაძლოა, საგზურის მომტანი მესამე ადგილიც გამოდგეს, გააჩნია სხვა ჯგუფების მესამე ადგილოსნების შედეგებსაც.
საქართველო - დანია 1:3 (0:2)
გოლები: 0:1 როსი (37), 0:2 ბუნდგორი (40), 0:3 კრისტენსენი (67), 1:3 გოცირიძე (87)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ღმერთმა დალოცოს ცხოვრებაში ლაშა ფირცხალაიშვილი !!! მაგრამ , მერამდენედ ვკითხულობ , ვინ არის ეს კაცი და რა ქნა ასეთი ფეხბურთში , ან მწვრთნელობაში რით გამოირჩა , რომ 19 წლამდელები ჩააბარეს ?!
რა ვიცი ზოგიერთები იძახიან მაგარი შევსება მოდისო, რეალურად კი კალათბურთისა არ იყოს ყველა ასაკობრივი ნაკრები დამარცხებებში ეჯიბრებიან ერთმანეთს, მე რამდენ თამაშსაც ვადევნე თვალი ვინანე , განვიცადე უსუსურობა ჩვენი ახალგაზრდების, ძალიან ბევრი უნარი ვერ დავინახე, არასწორედ მიდის მათი აღზრდა განვითარება, დავითაშვილი გაიბრალტართან ძალიან არ მომეწონა.....