ლუის სუარესი „ნასიონალს“ სულ მალე დატოვებს. როგორც ურუგვაული კლუბის პრეზიდენტმა ხოსე ფუენტესმა თქვა, „ელ პისტოლერო“ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბიდან წავა, სეზონი კი ურუგვაიში ნოემბრის დასაწყისში სრულდება.
„სეზონის ბოლოს ლუის სუარესი „ნაპოლის“ დატოვებს. არ მინდა, ცრუ მოლოდინი შევქმნა. ლუისმა დიდი ძალისხმევა გაიღო აქ სათამაშოდ, მაგრამ არ მსურს ცრუ მომავლის იმედი გავაჩინო. ის მიდის, ერთად ასე გადავწყვიტეთ“, - თქვა ფუენტესმა.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის ლუის სუარესი მშობლიურ გუნდს გასულ ზაფხულს დაუბრუნდა და დღემდე 10 მატჩში 4 გოლი გაიტანა. დიდი შანსია, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი ისევ ევროპაში დაბრუნდეს.