ფეხბურთი

13:45 | 21.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" ტეო ერნანდესი გამოაკლდა

„მილანის“ ფრანგი მცველი ტეო ერნანდესი ტრავმირებულია, რის გამოც საფრანგეთის ნაკრების შეკრებაზე ვერ გამოცხადდა და გარდა ამისა, „როსონერის“ მატჩებიც გამოტოვებაც მოუწევს.

ფრანგ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხი აქვს დაზიანებული და იტალიური მედიის ცნობით, „ემპოლისა“ და „ჩელსისთან“ უახლოეს ორ მატჩს გამოტოვებს. მილანელების მიზანია, რომ ის მოედანზე „იუვენტუსის“ წინააღმდეგ დაბრუნდეს, თუმცა არაა გამორიცხული ტეომ ეს შეხვედრაც გამოტოვოს.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ტეო ერნანდესმა ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114783