საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ლატვიაში ჩატარებული ტურნირის, რიგის თასის გამარჯვებული გახდა.
ლიეტუვასთან მოგებული სასტარტო მატჩის შემდეგ, ავთანდილ ასათიანის გუნდმა ტურნირის მასპინძელი ლატვია ფერნანდო დრასლერის დუბლითა და თალესის და ბინიოს გოლებით 4:2 დაამარცხა.
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რიგის თასზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში იასპარეზა. ჩვენი გუნდი 8 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას თბილისში, ბელგიის წინააღმდეგ გამართავს. 12 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად ავსტრიაში ითამაშებს.