მაურისიო პოჩეტინომ შესაძლოა ფრანგული „ნიცა“ ჩაიბაროს. როგორც ცნობილი გახდა, კლუბის ხელმძღვანელობა ლუსიენ ფავრის მუშაობით უკმაყოფილოა და მის გათავისიფლებას გეგმავს.
„ნიცაში“ სწორედ პოჩეტინოს მიწვევა სურთ, რომელიც ამჟამად უკლუბოდაა, თუმცა მაღალი ფინანსური მოთხოვნებიც აქვს. აღსანიშნავია, რომ არგენტინელი ბოლოს სწორედ ლიგა 1-ში მუშაობდა, სადაც პსჟ-ს ავარჯიშებდა, მაგრამ გასული სეზონის შემდეგ დაითხოვეს.
სამხრეთამერიკელ სპეციალისტს ასევე უმუშავია „ტოტენჰემსა“ და „ესპანიოლში“.