ფეხბურთი

21:20 | 20.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

რუსი კომენტატორი: "შემდეგი მარადიშვილი იქნება"

ცნობილმა რუსმა კომენტატორმა ალექსეი ანდრონოვმა საბა საზონოვის მიერ გაკეთებულ არჩევანზე და საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ეს გასაკვირი არაა და შემდეგი კონსტანტინე მარადიშვილი იქნება.

„რაც მოხდა, საკითხავი არ არის, საკითხავია, ეს როგორ მოხდა. საბა საზონოვი საქართველოს ნაკრებში თამაშს რომ აპირებდა, აგვისტოს ბოლოს გავიგე. ინსაიდერებმა არ დამაღალატეს. რაც მან გააკეთა, სრულიად ნათელია. მან საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღო, რისი უფლებაც ჰქონდა. უარი თქვა რუსულზე, რადგან ამ მომენტში მისი მნიშვნელობა არის - 0. არ არის საჭირო ლოდინი, ევრო 2024 არ იქნება. ბოსნიასთან მატჩიც 95%-ით არ იქნება, ყირგიზეთთან თამაშზეც კი პრობლემაა. ფეხბურთელმა კი უნდა ითამაშოს, ეროვნულ ნაკრებშიც. საქართველო ერთა ლიგაზე შესანიშნავად თამაშობს (10 ქულა 4 მატჩში), მათ შესანიშნავი ახალგაზრდა თაობა ჰყავთ ხვიჩა კვარაცხელიას მეთაურობით. მაგრამ, საკითხავია, როგორ მოხდა ეს ყველაფერი? არ შეიძლებოდა მწვრთნელთან დარეკვა? თავად საბასთან თუ არა, მის აგენტთან? რა არის აქ სამარცხვინო? უაზროდ რეპუტაციის დაკარგვა... შემდეგი ჩემი ინფორმაციით, მარადიშვილი იქნება“, - დაწერა ანდრონოვმა.

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე მარადიშვილი ცენტრალური ნახევარმცველია და ამჟამად მოსკოვის „ლოკომოტივში“ თამაშობს, ხოლო საბა საზონოვი ცენტრალური მცველია და მოსკოვის „დინამოს“ რიგებში ირჯება.

0.117636