ფეხბურთი

20:42 | 20.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოლივერ კანი: "ახალ მწვრთნელს არ ვეძებთ"

მიუნხენის „ბაიერნი“ მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის გათავისუფლებას არ გეგმავს. ამის შესახებ „რეკორდმაისტერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ კანმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, კმაყოფილები არ ვართ შედეგებით, მაგრამ სხვა მწვრთნელებთან კონტაქტი არ გვაქვს. ჩვენ იულიანს სრულად ვენდობით“, - აღნიშნა ლეგენდარულმა მეკარემ.

„ბაიერნმა“ გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო 4 მატჩი ვერ მოიგო და მსგავსი ცუდი სერია ბოლოს 2001 წელს ჰქონდა. თუმცა, გერმანიის ჩემპიონატში არასტაბილურობის პარალელურად მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგაზე ორ ტურში 6 ქულა მოიპოვეს „ინტერისა“ და „ბარსელონას“ დამარცხების შედეგად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115936