ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი რუსეთის ნაკრების გარეშე ჩაივლის. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ გაავრცელა და რუსეთის საფეხბურთო კავშირმაც დაადასტურა.
ამრიგად, რუსეთი საკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილეობას არ მიიღებს, რომელიც 2023 წლის მარტში დაიწყება. შესაბამისად, ვერც ფინალურ ეტაპზე მოხვდება.
ევროპის ჩემპიონატი 2024 წელს 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიაში ჩატარდება. მანამდე კი, 9 ოქტომბერს, ფრანკფურტში, საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება და გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები დიდი ალბათობით მეოთხე კალათაში იქნება განთესილი.
შეგახსენებთ, რუსეთის ნაკრები და ასევე კლუბები, უეფამ და ფიფამ უკრაინაში დაწყებული ომის გამო გაურკვეველი ვადით საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოკვეთეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მეტი მეწერა მაგრამ შალკემ გამისხა
ხოდა გამიფუჭა ექსპრესი
ტოტენჰემის გუნდობას ...
კარგია მოგება და ასე უნდა გავაგძელოთ მოგებები ლივერპულამდე ყველა მოსაგებია, და თან ლივერპულს ისეთი რთული კალენდარი აქვს შეილება მისი სახლში დამარცხება