ფეხბურთი

17:43 | 20.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან ძაკარდო "დინამო ბათუმის" ბაზას ესტუმრა

ჯონი ბაკურიძის სახელობის საწვრთნელ ბაზაზე ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი და ახლა უკვე ცნობილი საფეხბურთო მენეჯერი - კრისტიან ძაკარდო და ქართველი საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი გვესტუმრნენ

არაოფიციალურ სამუშაო შეხვედრაზე რომელიც ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ იტალიელ საფეხბურთო მენეჯერთან გამართა საუბარი შეეხო სამომავლო ორმხრივი ურთიერთობის რამდენიმე მიმართულებას, კერძოდ, დინამო ბათუმის საფეხბურთო აკადემიის განვითარებას, პერსპექტიული მოთამაშეების მოძიებას და ძირითადი გუნდის გაძლიერებას.

აქვე გეტყვით, რომ კრისტიან ძაკარდო ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერის ერთ-ერთი შუამავალი იყო და იტალიურ კლუბს სწორედ მან შესთავაზა ქართველი ფეხბურთელი.

0.116546